მეცამეტე დღე
ჩატარების დრო: 1.12.2017 წ.
თემა: კალიგრამით ხატვა
მიზანი: მოსწავლეებს
განუვითარდეთ კალიგრამის ხატვის უნარი
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს გავაცანი
კალიგრამის ტერმინი კალიგრამი — ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს
უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ტექსტის სიუჟეტთან არის
დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი
საპირისპიროცაა. ტერმინი შემოიტანა გიიომ აპოლინერმა (ორი ტერმინის - "კალიგრაფია" და "იდეოგრამა" - შერწყმით) და
მანვე განავითარა თავის შემოქმედებაში. ეტიმოლოგიურად ეს
სიტყვა ნიშნავს "ლამაზ ნაწერს": ბერძნული ზედსართავი kali (ლამაზი) და
არსებითი სახელი gramma (წერილობითი ნიშანი). ხშირად ამ
ფორმას გრაფიკულ პოეზიადაც მოიხსენიებენ. ვაჩვენე ნიმუშები რის შედეგადაც
შეძლეს კალიგრამის აღქმა და დაიწყეს
თვითონაც შეექმნათ ნახატის ფორმის გამოსახულება/
შედეგი: მოსწავლეებს განუვითარდათ კრიატიული
აზროვნების უნარი
Comments
Post a Comment