მესამე დღე
ჩატარების დრო: 8. 11.2017 წ.
თემა: ..დოკუმენტური ფილმის ნახვა
მიზანი: მოსწავლეებმა ნახონ
დოკუმენტური ფილმი „წმინდა ექვთიმე“ (რევაზ თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი)და მოემზადონ დისკუსიისთვის
გაკვეთილის
მსვლელობა: გონებრივი იერიშის მეთოდით თავი მოვუყარე
მოსწავლეების ცოდნას ისტორიიდან ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოს წინაშე დამსახურების
შესახებ და დაურიგე მათ წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა
ფოტოებით. მოსწავლეებმა ნახეს რევაზ თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი ‘წმინდა ექვთიმე“ დასასრულს მათ შეაჯერეს ძველი და ახალი ცოდნა
და იმსჯელეს, როგორ მოიქცეოდნენ მის ადგილზე; შეძლებდნენ თუ არა მის მსგავსად
ამდენი სირთულის გადალახვას და სამშობლოს საგანძურის ხელუხლებლად შენარჩუნებას.
შედეგი: მოსწავლეებმა
ნახეს დოკუმენტური ფილმი „წმინდა ექვთიმე“
Comments
Post a Comment