პირველი დღე
1. ჩატარების დრო: 1. 11.2017 წ.
თემა: შეხვედრა
მოსწავლეებთან და მშობლებთან, პროექტის გეგმის
გაცნობა
მიზანი: მოსწავლეები და მშობლები გაეცნონ თავისუფალი
გაკვეთილების მიზანებს, მოსალოდნელ შედეგებსა და სამოქმედო გეგმას. მათგან
ფორმირდება გუნდები. დადგინდება შეხვედრის გრაფიკი.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზანი- ხელოვნების გაკვეთილების საშუალებით ხელი შეეწყოს მონაწილეების ზოგადი
განათლების დონის ამაღლებას. ვესაუბრე მათ მოსალოდნელ შედეგებზე, რომ ისინი
აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს; ისწავლიან ინფორმაციის საშუალებების
გამოყენებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის. მათ წარვუდგინე
საათობრივად გაწერილი სამოქმედო გეგმა. მოხდა კურსის შესავალი გუნდების ფორმირება.
შედეგი: მოსწავლეები
გაეცნენ თავისუფალი გაკვეთილების მიზანებს, მოსალოდნელ შედეგებსა და
სამოქმედო გეგმას. მათგან მოხდა კურსის შესავალი გუნდების ფორმირება. სულ
პროექტში ჩაერთოა 10 მოსწავლე: . შევათანხმეთ შეხვედრის გრაფიკი (სამშაბათი ოთხშაბათი და პარასკები).
Comments
Post a Comment