ჩატარების დრო: 15.12.2017 წ. თემა: შეხვედრა შემაჯამებლი გაკვეთილის წინ. გეგმა: ინსტრუქციების გაცნობა და განვლილი მასალის გამეორება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა გონებრივი იერიშის მეთოდით თავი მოუყარა მოსწავლეების ცოდნას ინტელექტუალურ-შემეცნებითი შესწავლილი თემების შესახებ. მათ გამოყეს მნიშვნელოვანი საკითხები და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაამოწმეს თავიანთი ცოდნა. ჩაერთო ყველა მოსწავლე. დასასრულს მათ გაიხსენეს მათთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი თემები. სასარგებლო ბმული: ინტელექტუალურ-შემეცნებითი თავისუფალი გაკვეთილების II ეტაპის საკითხავი მასალა
ჩატარების დრო: 20 .12.2017 წ. თემა: შემაჯამებელი გაკვეთილი გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ტესტზე მუშაობის ინსტრუქცია და დაარიგა ტესტები. მოსწავლეებს აკვირდებოდნე დამკვირვებლები. მუშაობა მიმდინარეობდა მშვიდ რეჟიმში. ცოდნა შემოწმდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის II ეტაპზე შესწავლილი თემების ცოდნა შემოსახაზი ტესტებით.გამოვლინდა სამი გამარჯვებული: I ადგილზე გავიდა მარიამ ცერცვაძე, II ადგილზე-ანი ბერიანიძე და III ადგილზე თამარ ცერცვაძე. გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და პრიზები. I ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცა ბლოკნოტები. გამჭვირვალობისათვის ნამუშევრები ქულებით, მონიტორინგის მიზნით, დაურიგდა ყველა კონკურსანტს. სასარგებლო ბმულები: ფილმი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი (ექვთიმე თაყაიშვილი )1985 ფილმი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია ექვთიმე თაყაიშვილი – ქართული საგანძურის თავდადებული მცველი ექვთიმე თაყაიშვილი წმიდა ექვთ...
ჩატარების დრო: 12 .1 2 .2017 წ. თემა: მუშაობა ხელნაწერი დანახატი წიგნის შესაქმნელად მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეს ხელნაკეთი ნივთების დამზადება გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებმა დაიწყეს მზადება ხელნაკეთი წიგნების შესაქმნელათ, ამისათვის დაიწყეს ჯერ შექმნა ესკიზების და შემდეგ შეარჩიეს საუკეთესო და ისე დაასრულეს წიგნის შიდა ნაწილი. შედეგი: მოსწავლეებმა დაამზადეს ხელნაკეთი წიგნი
Comments
Post a Comment